საყვარლის საფლავს ვეძებდი,ვერ ვნახე!.. დაკარგულიყო!..გულამოსკვნილი ვჩიოდი:,„სადა ხარ, ჩემო სულიკო?!“,გულამოსკვნილი ვჩიოდი:,„სადა ხარ, ჩემო სულიკო?!“,ეკალში ვარდი შევნიშნე,ობლად რომ ამოსულიყო,გულის ფანცქალით ვკითხავდი:,„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“,გულის ფანცქალით ვკითხავდი:,„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“,სულგანაბული ბულბული,ფოთლებში მიმალულიყო,მივეხმატკბილე ჩიტუნას:,„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“,მივეხმატკბილე ჩიტუნას:,„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“,შეიფრთქიალა მგოსანმა,ყვავილს ნისკარტი შეახო,ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა,თითქოს სთქვა: „დიახ, დიახო!“,ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა,თითქოს სთქვა: „დიახ, დიახო!“,„ეგ არის, რასაც ეძებდი,მორჩი და მოისვენეო!დღე დაიღამე აწ ტკბილად,და ღამე გაითენეო!დღე დაიღამე აწ ტკბილად,და ღამე გაითენეო。